გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, სუნელების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც განიხილავს.
როგორც კომპანიის მარკეტინგისა და PR მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განუცხადა, „ოჯახურის“ სუნელებზე და პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე უცხოეთიდან, რასაც კომპანიაში ადეკვატურად პასუხობენ და წარმოების გაზრდას გეგმავენ.
„როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე, ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ქართულ და ნატურალურ პროდუქციაზე. საერთაშორისო ბაზარი დიდ პოტენციალს წარმოადგენს, ამიტომ ვგეგმავთ ახალი დანადგარების შეძენას, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ გაზარდოს წარმოების მასშტაბები და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ადგილობრივი ბაზრის შემთხვევაში, ჩვენი პრიორიტეტია სტაბილურობა და გაყიდვების მინიმუმ 10% – ით ზრდა “, – აღნიშნა სალომე ნეფარიძემ.
ამჟამად, “ოჯახური” თანამშრომლობს რამდენიმე საექსპორტო ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, საფრანგეთთან. 2025 წელს დაიწყო თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან,რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, კომპანია უკვე 15 წელია ოპერირებს ბაზარზე და ეტაპობრივად აფართოებს ექსპორტს “, – ამბობს სალომე ნეფარიძე.
დიდ ბრიტანეთში კომპანია „ოჯახური“ -ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი “GEOTASTE” გახდა.
