„წყალი მარგებელი“, „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია, ახალ ეტაპს იწყებს ბრენდით „GEONATURA“. ქართული ლიმონათი უკვე დიდი ბრიტანეთის ბაზარზეც ხელმისაწვდომია, ექსპორტი დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული პროდუქციისთვის.

ნაბეღლავის მწარმოებელის ქართული ბრენდი „GEONATURA“ ოთხი სახეობის გემოს აერთიანებს: მსხალი, ტარხუნა, ნაღები და ლიმონი. დამზადებულია ბუნებრივი არომატებით, რომელიც ქართული, ტრადიციული ლიმონათის გემოთი ხასიათდება.

საინტერესო დიზაინი და ქართული გემო თითოეულ დღეს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს, ხოლო სადღესასწაულო სუფრას მრავალფეროვანს გახდის.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017 წელს სო­ფელ ნა­ბეღ­ლავ­ში კომ­პა­ნია “წყა­ლი მარ­გებ­ლის” უდი­დე­სი, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქარ­ხა­ნა გა­იხ­სნა და შე­სა­ბა­მი­სად ახა­ლი ლიმონათი ხარისხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს ­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტეტს ეროვ­ნუ­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა წარ­მო­ად­გენს.

დიდ ბრიტანეთში ნაბეღლავის მინერალური წყალის და ლიმონათის „GEONATURA-ს“ ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია “GEOTASTE” – გახდა.პროდუქციის შეძენას შეძლებთ როგორც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ასევე სუპერმარკეტების ქსელებში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.

Start typing and press Enter to search

კალათა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.