კომპანია „წყალი მარგებელი“, რომელიც ცნობილი ქართული მინერალური წყლის – „ნაბეღლავის“ მწარმოებელია, დიდ ბრიტანეთში ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. კომპანია აცხადებს, რომ ბრიტანეთის ბაზარზე „ნაბეღლავის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი GEOTASTE გახდა.
თანამშრომლობის მიზანია ქართული მინერალური წყლის ხარისხისა და უნიკალური ბუნებრივი თვისებების გაცნობა ბრიტანელი მომხმარებელთათვის. GEOTASTE უზრუნველყოფს პროდუქციის დისტრიბუციასა და ხელმისაწვდომს ხდის „ნაბეღლავის“ მინერალურ წყალს დიდი ბრიტანეთის საცალო და ჰორეკა (HoReCa) სექტორში.
ნაბეღლავი“ თავისი ბუნებრივი წარმომავლობითა და მინერალური შემადგენლობით უკვე მრავალი წელია, ასოცირდება ჯანმრთელობასთან, სისუფთავესთან და ბუნების ენერგიასთან. GEOTASTE-ის მეშვეობით ბრიტანეთის ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება როგორც კლასიკური გაზიანი „ნაბეღლავი“, ასევე სხვა პროდუქტებიც, რომლებიც კომპანიამ განავითარა ბოლო წლებში.
„ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და სიამოვნებაა, წარმოვადგენდეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ ბრენდს დიდ ბრიტანეთში,“ — განაცხადა GEOTASTE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. — „მიგვაჩნია, რომ ‘ნაბეღლავი’ ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრესა და ხარისხის კულტურას საერთაშორისო ბაზარზე.“
მალე „ნაბეღლავის“ პროდუქტები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში დიდ ბრიტანეთის მასშტაბით.
