კომპანია კულა” ქვეყანაში ტყემლისა და ბლის დეფიციტის მიუხედავად, იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვანო გოგლიძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხილი, ხშირ შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე დაუმწიფებელი ჩადის, გემოვნურ, შაქრიან თვისებებს კარგავს და საწარმოო პროცესში არ გამოდგება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარს იმპორტით, მხოლოდ და მხოლოდ, გამოუვალ სიტუაციაში ჩაანაცვლებს. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მისი თქმით, დეფიციტური ხილის ერთი ნაწილი საკუთარი ბაღებიდან შეავსო, მეორე ნაწილში კი,ადგილობრივ ბაზარზე  20-30%-ით მეტი თანხა გადაიხადა.

როგორც გითხარით, ძირითადად, ბლის და ტყემლის დეფიციტი გვქონდა. იმპორტის მიმართულებას, რაც შეეხება ტყემალი ქართული პროდუქტია და სხვა ქვეყნიდან თავისთავად ვერ შემოვიტანთ. რაც შეეხება ბალს და ზოგადად, ხილის იმპორტს – არ განვიხილავ! მაგალითად, თეთრი ბალი სხვა ქვეყნებში საერთოდ არ მოდის. პირველ რიგში, ჩემი ბაღები უნდა განვავითარო, თუ იმპორტს დავიწყებ გამოუვალი მდგომარეობა გვექნება, რადგან ცოცხალი ხილის იმპორტი მხოლოდ Fresh Market-ებზე მიდის, საწარმოო პროცესში ცოცხალი ხილის შემოტანა – დამღუპველია. უფრო კონკრეტულად, რომ აგიხსნათ: ნედლეული, როდესაც უცხოეთიდან მოდის, ფიზიკურად საწარმოო ხილს ვერ გამოგზავნიან, ხშირად დაუმწიფებელი ხილი მოდის, ზოგჯერ ნედლეული გზაში მწიფდება და შაქრიანობა, გემოვნური თვისებები, რაც ჩვენ გვჭირდება აღარ აქვს. შესაბამისად, იმპორტი საინტერესო არ არის. გინახავთ, ალბათ, მაგალითად, ბანანი როდესაც ქვეყანაში შემოდის ჯერ მწვანეა და შემდეგ მწიფდება… მსგავსი პროდუქცია არ მაწყობს, შესაბამისად, მირჩევნია, ადგილობრივი ნედლეული ვიყიდო და მეტი გადავიხადო“, – აღნიშნავს “კულას” დამფუძნებელი.

დიდ ბრიტანეთში  „KULA-ს“ ოფიციალური ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია “GEOTASTE” – გახდა.პროდუქციის შეძენას შეძლებთ როგორც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ასევე სუპერმარკეტების ქსელებში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.

Start typing and press Enter to search

კალათა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.